https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მსახიობმა მართალი სახე უნდა შექმნას”

2:12; 27.12.2011
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული თეატრალური საზოგადოება კარგად იცნობს გამოჩენილი რეჟისორის ლილი იოსელიანის შემოქმედებით საქმიანობას _ მის მიერ გახორციელებული სპექტაკლები მუდამ იმსახურებდა მრავალრიცხოვანი მაყურებლის ოვაციას. ლილი იოსელიანმა მრავალი თაობა აღუზარდა ქართულ თეატრს. ღვაწლმოსილი ხელოვანი დღეს ჩვენი ნომრის სტუმარია.

_ დაბადებიდან ძალიან რთული ბედის ვარ. დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვი 9 თვის უნდა დაიბადოს, მე კი 7 თვის დავიბადე. ორივე ფეხის ამოვარდნილობა მქონდა, ოთხი ოპერაცია გამიკეთდა უშედეგოდ. მრავალი ტკივილი მაქვს მიღებული ცხოვრებაში, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი.

_ თქვენ ხშირად ამბობთ, რომ არაჩვეულებრივი სკოლა დაამთავრეთ, სადაც ძალიან კარგი პედაგოგები გასწავლიდნენ.

_ დიახ. იმასაც ვამბობ, რომ არაფერში ბედი არ მქონდა, მხოლოდ იმაში გამიმართლა, რომ მყავდნენ ძალიან კარგი პედაგოგები, როგორც სკოლაში, ასევე ინსტიტუტში. ისინი არ იყვნენ მხოლოდ პედაგოგები, არამედ _ მშობლებივით მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანები.

_ თეატრის სიყვარული ბავშვობიდან გქონდათ?

_ მახსოვს, საბავშვო ბაღში სწავლის დროს, მასწავლებელმა გვითხრა: აბა, ბავშვებო, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლა ხართ კახეთში რთველზე და შემოდგომის სურათი დახატეთო. მე, მართალია, კახეთში ნამყოფი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი ფანტაზიით დავხატე ურემი, რომელზეც იდო ყურძნით სავსე გიდლები. ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. ნახატი კედელზე გააკრეს. ვინც ნახულობდა, ყველა ამბობდა, რომ ეს ბავშვი ნამდვილად მომავალი ხელოვანი იქნებაო. ასევე, ძალიან მიყვარდა ლექსების წაკითხვა. სკოლაში ღონისძიებებზე, ყოველთვის ლექსებით გამოვდიოდი. იმიტაციის ნიჭიც მქონდა _ მამაჩემის მეგობრების საუბარს ხშირად მათი თანდასწრებით “ვახმოვანებდი”, რაზედაც ისინი ძალიან ხალისობდნენ. საერთოდ ოჯახში ხელოვნება ძალიან უყვარდათ. მამაჩემის მეგობარი იყო საქართველოს ბულბულად წოდებული ვანო სარაჯიშვილი. მამას ხშირად დავყავდი ოპერის თეატრში, რაც ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ასევე, ძალიან მიყვარდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებზე დასწრება, რომლებშიც არაჩვეულებრივი მსახიობები მონაწილეობდნენ. ალბათ, ამ ყველაფერმა განსაზღვრა ჩემი პროფესიის არჩევაც.

_ თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ, თქვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეთ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

_ დიახ, უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, აუცილებლად მესწავლა მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში. უნივერსიტეტში სამი წელი ვსწავლობდი. იქ იყო დრამატული წრე, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. როგორც მოწინავე სტუდენტს, მქონდა სტიპენდია. დავაგროვე ეს სტიპენდია, ერთ მშვენიერ დღეს ჩავალაგე ჩემი ნივთები, დავწერე წერილი, რომ ჩემზე არ ედარდათ ოჯახში და მოსკოვში გავიპარე. ეს იყო დიდი სამამულო ომის პერიოდი.

_ თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ახალგაზრდობაში ძალიან მორცხვი იყავით, მაგრამ იმ რთულ პერიოდში მოახერხეთ გამგზავრებულიყავით მოსკოვში და ერთ-ერთ პრესტიჟულ ინსტიტუტში ჩაგებარებინათ. როგორ მოახერხეთ ეს?

_ მეც ძალიან მიკვირს, როგორ შევძელი ომის დროს, მშობლების ნებართვის გარეშე სახლიდან გაპარვა, მაგრამ, ალბათ შინაგანმა ძალამ და სცენისადმი უსაზღვრო სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ტანად ძალიან პატარა ვიყავი, ზომაზე მეტად გამხდარი, ორი ნაწნავით. საბუთების შესატანად რომ მივედი, გაკვირვებულებმა შემომხედეს და მითხრეს, გოგონა, აქ საბავშვო ბაღი არ არისო. როგორც იქნა, საბუთები მიიღეს. მისაღებ გამოცდაზე რომ დამინახეს, ხუმრობა დაიწყეს და ჩემზე ერთობოდნენ. მე ამ დროს პუშკინის ლექსი “ზამთრის ღამე” წავიკითხე. უცებ ყველა გაშეშდა, აღფრთოვანება ვერ დამალეს. შემდეგ გამოცდაზე დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირიდან”/ ნაწყვეტი წარმოვადგინე იქაური სტუდენტების დახმარებით. ერთი სიტყვით, ყველა გამოცდა გავიარე და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. მაგრამ მალე მამამ ჩამომაკითხა _ ფაშისტური გერმანია უკვე მოსკოვს მოადგა და მშობლებს შეეშინდათ. ასე გულდაწყვეტილი დავბრუნდი თბილისში. ჩამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, აკაკი ხორავას ინიციატივით, დაარსდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც დიდი სიხარულით ჩავაბარე. მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი რეჟისორები _ აკაკი ფაღავა, შოთა აღსაბაძე, გიორგი ტოვსტონოგოვი და სხვები. სწავლის დამთავრების შემდეგ კი დაიწყო მძიმე, საინტერესო და მიმზიდველი შემოქმედებითი საქმიანობა სხვადასხვა თეატრებში.

_ ქალბატონო ლილი, თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში მრავალი თაობა აღზარდეთ. დაგვისახელეთ რამდენიმე მათგანი.

– ჩემი სტუდენტები იყვნენ დოდო აბაშიძე, კარლო საკანდელიძე, რობერტ სტურუა, გულსუნდა სიხარულიძე და სხვები. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ისე კი გეტყვით, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელია.

_ როგორ იწყებთ მუშაობას მსახიობთან ახალ სპექტაკლზე?

_ პირველ რიგში, მაინტერესებს, რა შეხედულება აქვს მსახიობს იმ ნაწარმოებზე, რაც წაიკითხა და კერძოდ, იმ სახეზე, რომელიც უნდა განასახიეროს. აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს პიესა. ავტორი პირდაპირ არ ამბობს სათქმელს და უნდა შეგეძლოს ამოხსნა, თუ რის თქმა სურს დრამატურგს. მსახიობს საშუალება აქვს თავისი ფანტაზიით განავითაროს თავისი როლი, შექმნას მართალი სახე და მაყურებელზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინოს.

_ თქვენ წარმატებული სპექტაკლები დადგით მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრებში. ამჟამად რაზე მუშაობთ?

_ ამჟამად ვმუშაობ იბსენის პიესაზე “იუნ გაბრიელ ბორკმანი,” რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დაიდგმება.

_ ქალბატონო ლილი, გურულებს რას ეტყვით?

_ გურია ძალიან მიყვარს. რძალი მყავდა ჩოხატაურელი და იქ ახალგაზრდობაში ხშირად ჩავდიოდი. არაჩვეულებრივი ბუნება და საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია. საერთოდ, ყველა ადამიანმა საკუთარ მშობლიურ კუთხეს უნდა მოუაროს. საქართველოს ხომ უდიდესი სილამაზე და ბუნებრივი სიმდიდრეები გააჩნია, რასაც ადამიანი კიდევ უფრო მეტად უნდა ალამაზებდეს. ერთმანეთის მტრობა არაფერს გვარგებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025

"წყალს მოყოლილი" უცხო პირები

"ფეხებზე ჰკიდია" თუ არა პენსიონერები "ლიბერთი ბანკს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3.01.2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3.01.2026
მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო