ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის მცხოვრებლები ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელები, ადგილობრივ მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობას ახორციელებდნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრისას 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს ასახელებენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართველი სამხედროები ამ პერიოდში აფრიკაში არ იმყოფებოდნენ. ისინი ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 10 ივნისიდან ჩაერთნენ. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრება.