ანწლი ტყისა და გზის ნაპირების რუდერალურ ადგილებში იზრდება. ადგილ-ადგილ ქმნის შამბნარს. შხამიანია, შეიცავს, გლიკოზიდს, ანტოციანს, სამბუნიგრინს, სამაგდალინს, ვალერიანის, ვაშლისა და ღვინის მჟავებს, საქაროზასა და ეთერზეთს. ნაყოფისგან ამზადებენ მელანს, არაყს. ჭამენ უმად. რგებს კუჭ-ნაწლავს. ფოთოლში ემულსინია და ამიტომაც, მწარეა. მისი სუნი კოღოებს აფრთხობს, ფოთლების ნახარშ-ნადებით რევმატიზმზე მკურნალობენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved