ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მალე ახალი წევრი შეემატება.
კოალიცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის წევრი“, საკრებულოს დეპუტატი ზაზა გობრონიძე ძალოვან სტრუქტურაში, ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა. მის ადგილს საკრებულოში, შესაბამის ფრაქციაში, ახალი წევრი ბიძინა ლომჯარია დაიკავებს.
_პარტიული სიის მიხედვით, საკრებულოს შემადგენლობაში ბიძინა ლომჯარია შემოვა. თუმცა ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი. ის უფლებამოსილი გახდება მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად მიიღებს გადაწყვეტილებას, საკრებულოში შემოსვლის შესახებ, _ გვითხრა აღნიშნული ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა ბონდო ღლონტმა.