ბაბუაწვერა (ხალხურად ბურბუშელა, მღვდლისწვერა, ქაქაბუა, ფუბაბუა, ფუსფუსა, ქორგილი) მთის მდელოებზეა გავრცელებული. სამკურნალოდ ჭამენ უმს, ნორჩობისას _ ფოთოლსა და ღეროს. რძიანია _ შეიცავს კაუჩუკს, ინსულინს, სიგმოსტერინს, სოლინს, ნიკოტინის მჟავას, ლეუდაზას, ციროზინაზას, ლაქტოცეროლს, ვიტამინ ჩ, B-2, ფისსა და მთრმილავ ნივთიერებას, განსაკუთრებულ შაქარს _ ანოზიტს. ოფლმდენი და სიცხის დამწევია, იყენებენ კუჭ-ნაწლავისა და ბუასილით დაავადებისას. რძე-წვენს ისვამენ ძირმაგარებზე, კოჟრებზე, მეჭეჭებზე და ფერისმჭამელებზე. ფესვის ნაყენი სპობს ბუგრებსა და ტკიპებს. უტყუარი სინოპტიკოსია _ გაავდრებამდე კეცავს საფრენ ბუსუსებს, ლორწოიან ღეროზე აკრავს და გამოდარებამდე აღარ შლის.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved