საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მას ერთ დავალებულ კითხვას უსვამს.
"ძალიან სასაცილოები ხართ, როგორც ჩანს თქვენი ბელადისგან ერთი კითხვა გაქვთ მიღებული და იმას მეკითხებით. ჩემი და საქართველოს მოსახლეობის კითხვაა: თქვენ გავთ უფლება პარლამენტის დეპუტატები იყოთ? თუ თქვენ გავთ ამის უფლება, მაგას ძალიან მალე დავინახავთ?" _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით, პრემიერის გამოსვლა არაადეკვატური იყო და მან თავის გამოსვლაში ბევრი ტყუილი თქვა.