ლიბიაში თურქულ გემზე განხორციელებული თავდასხმის დროს მსუბუქად დაჭრილი ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედიაგამოცემები ავრცელებენ.
გამოცემა www.kanalahaber.com-ის ცნობით, ქართველი მეზღვაურებს პირველად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის პარალელურად მათ მომხდარის შესახებ თურქ ძალოვანებს ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და საქართველოს საელჩოს მათთან კონტაქტი აქვთ. ახალაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას ამ დროისათვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ჭრილობებს, ისინი მსუბუქი ხასიათის გახლდათ.