https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ჯარისკაცის მამა“ ქუთაისურად, „ფანტომასი“ – კახურად

15:05; 16.05.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

შაბათობით ცნობილი ქართველი ხელოვანებისა და პოლიტიკოსების სახალისო მოგონებებს ხშირად გთავაზობთ. მოგეხსენებათ ორშაბათი მძიმე დღეა და მსურს მკითხველს ამაღლებული განწყობის შექმნაში დავეხმარო.

დღეს ტრადიციას არ დავარღვევ და მორიგ „ისტორიებს“ გაგაცნობთ.

თავდაპირველად სიტყვას ყოფილ პარლამენტარს შოთა სანდუხიძეს გადავცემ, რომელიც ბავშვობისდროინდელ ერთ კურიოზს გაიხსენებს. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისელები იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. ამის ნათელ დადასტურებად ქვემოთ მოყვანილი სახალისო მოგონებაც გამოდგება.

„ის სკოლა დავამთავრე, რომელიც – ბატონმა რეზო ჩხეიძემ. სკოლაში გადაწყვიტეს, საიუბილეო ღონისძიება მოეწყოთ, ბატონი რეზოს დაბადების დღესთან დაკავშირებით.

დავალება ჩვენმა კლასმაც მიიღო და მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, „ჯარისკაცის მამის“ სცენა გაგვეთამაშებინა, როცა გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება და რუსები მიადგებიან. დირექტორმა შეგვაგულიანა – აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთ, კარგი, სერიოზული თემა შეგირჩევიათ და ისე ამაღელვებლად უნდა ითამაშოთ, დარბაზში ხალხი ტიროდესო.

ფილმი ყველამ ზეპირად იცოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დიალოგები ოდნავ შეგველამაზებინა. რეპეტიციებზე სიარულით  თავი არავის მოუკლავს და დადგა ზეიმის დღეც.

ჩხეიძის გარდა, დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. სცენაზე ვაზის ბუტაფორია დადგეს, ფილმის მუსიკა ჩაირთო და მე, იგივე გიორგი მახარაშვილი შევდივარ.

– ვა, სიმონ, ყურძენი! – ვიყვირე გახარებულმა და ვაზს ვეცი.
დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.
– აზრზე ხარ, როგორ მომენატრე, – დავუწყე მოფერება, – აქანე ვინ მოგიყვანა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.
ჩახველების ხმა გაისმა. გავხედე, სკოლის დირექტორია, ფერი აქვს წასული. სცენაზე ბუტაფორიული ტანკი შემოვარდა და „ვასიამ“ ამოყო თავი:
– აბა, ახლა მოუსვი აქედან, ძამია, თვარა ჩემს თავზე „ატვეჩაი“ არ ვარ!
დარბაზს სიცილმა გადაუარა:
– შენ თითონ მოუსვი, რო აპარპალებ მაგ თვალებს, შე ლოთო! – შევუღრინე. სიცილი ხარხარში გადაიზარდა! „ვასია“ წინ ამეტუზა და წავჩურჩულე:
– ბიჭო, იცინის ეს ხალხი და დირექტორმა გვითხრა – უნდა იტირონო.
– არა უშავს, – დამაწყნარა, – რომ მთხლიშავ ყბაში, ისე გავიშხლართები და ვიკვნესებ – ბღავილი მორთონ.
გავუქანე და მეორე „რუსმა“ ამოყო თავი:
– ვის ურტყავ, შე ბებერო!
დარბაზი დაწვა! ერთი თვე დირექტორს ვემალებოდით…“

ნება მომეცით „ჯარისკაცის მამის“ თემა გავაგრძელო და მსახიობი გიჟური კომახიძის ერთი სახალისო მოგონება წარმოგიდგინოთ.

„ჯარისკაცის მამას“ რომ ვიღებდით, ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი. ალბათ, იმიტომ, რომ პირადად ბატონ სერგო ზაქარიაძესთან მიწევდა მუშაობა.

რაიხსტაგის აღების ეპიზოდს ვიღებთ. მე – გოდერძი მახარაშვილი – მაღლა ვარ, გამოწყობილი ტანკისტის ფორმაში და ველოდები ჩემს ეპიზოდს. წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წუთით და გაისმა ბატონ რეზო ჩხეიძის ხმა: – მატოოორრრრ!

მერე ატყდა და რა ატყდა, ასეულობით ავტომატი ისვრის ათასობით ტყვიას, ყოველივე ამას თან ახლდა ყუმბარების გამაყრუებელი ბათქი. ახლა მიკვირს, მაშინ როგორ არ დავყრუვდი. ვინც ფილმი იხილა, კი გემახსოვრებათ, რომ შტურმის შემდეგ დროებით „ზატიშიეა“.

– შეწყვიტეთ სროლა, – ისმის მეთაურის ხმა და გერმანელებს წინადადება მისცეს, უპირობოდ დაეყარათ იარაღი.
გიორგი მახარაშვილი რომ თანამებრძოლს ეუბნება, – „პრეკრატიტ, ბიჭო, პრეკრატიტო“, ის მომენტია და მოულოდნელად ერთი ტანსაცმელჩამოფლეთილი მეომარი წამოხტა და კიბეებს ეკვეთა.

– ვპერიოოოდ, ბრატცი! ზა როდინუუუ! ზა სტალინუუუ! – იღრიალა და დაასკდა კიდევაც კიბეს. სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ ცხვირ-პირი სისხლით აქვს მოთუთხნული.

ვუყურებ ამ ამბავს ზემოდან, ჩემი პოზიციიდან, და ვერაფერი გამიგია, სცენარში ასეთი არაფერი ყოფილა, არც რეპეტიციებზე მინახავს ეს კაცი. აფუჭებს ამხელა ეპიზოდს. ვიღაცამ მოიფიქრა და გამოუდგნენ დასაჭერად. მომდევენოოო?! თან ავტომატიანებიოოო?! ეს რუსი სულ დაფრთხა და გადაირია.

– ნე ვაზმიოწე, სუკი! – იყვირა და იბრუნა პირი თავდაღმა კიბეებისკენ, აქ კი ვეღარ მოზომა, ერთ ჩანგრეულ საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა და მოჭრილ მუხასავით დაასკდა კიბეებს. მდევრებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთმანეთის მიყოლებით ბარე 5-6 ავტომატიანი წამოემხო თავზე იმ საწყალს.

საწყალი უძახე შენ, გამოძვრა მარჯვედ ამ ზედახორიდან და კვლავ აღმა ეკვეთა კიბეებს „ზა როდინუს“ ძახილით. მოკლედ, კინაღამ მარტო მოიგო ამხელა და ამდენწლიანი ომი. ძლივს დაიჭირეს.

დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. თურმე ის უბედური თავის დროზე მართლა ყოფილა ფრონტზე, მერე, როგორც ხდება ხოლმე, გალოთებულა. ფილმის გადაღების დროს, წინა ღამეს, მთვრალი შეპარულა გადასაღებ მოედანზე და ნანგრევებში მიყუჩებულს ჩაძინებია კიდევაც.

გადაღების დაწყების მომენტში სროლა-ყიჟინის ხმაზე გაუღვიძია, თავი ფრონტზე ჰგონებია და იყვირებდა „ზა სტალინა“, აბა რა ჭირს იზამდა?! საწყალი ისე იყო დასისხლიანებული, მგონი, ამდენი სისხლი ნამდვილ ომშიც არ დაუკარგავს“.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ფრანგული სურათი „ფანტომასი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ძველი თაობის წარმომადგენლები ალბათ ერთ საბჭოთა კომედიასაც – „ანისკინი და ფანტომასი“ გაიხსენებენ.

ერთხელ თბილისის პანტომიმის თეატრის მსახიობებს კახეთში სახალისო ისტორია გადახდათ და იმ „ინციდენტის“ მთავარი დამნაშავე ფრანგი „სუპერმენი“ გახლდათ.

ამ „ისტორიას“ პანტომიმის თეატრის მსახიობი გოგი ოსეფაშვილი მოგვიყვება.

„პანტომიმის თეატრი 1969 წლიდან არსებობს და მეც იმ დროიდან ვარ იქ. ხშირად გვიწევდა გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები ავრცელებდნენ ბილეთებს და დარბაზი ყოველთვის სავსე გვხვდებოდა.

ერთხელაც, კახეთის ერთ-ერთ რაიონში უნდა ჩავიდეთ. რაიკომის მდივანს დაუბარებია თანამშრომლები და საზეიმოდ უცხადებს:

– ჩვენთან ჩამოდის ფანტომასის თეატრი და ბილეთები უნდა გავავრცელოთ.

ფანტომასის თეატრიო და, იმისთანა ტაციაობა დაწყებულა ბილეთებზე, ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. ჩავდივართ, დარბაზი ისეა გაძეძგილი, ნემსი არ ჩავარდება. სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ, ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა ჩვენს სანახავად, ვიდრე ბილეთები დავტოვეთ, თან ძალით მოყვანილებს არ ჰგვანან. ერთი სული აქვთ, წარმოდგენა როდის დაიწყება.

სხედან და უყურებენ სპექტაკლს, სადაც არავინ ხმას არ იღებს და მარტო მოძრაობებია მუსიკის თანხლებით. თვალი გავაპარე ლოჟისკენ, სადაც რაიკომის მდივანი იჯდა, მკვდრის ფერი ადევს!

დამთავრდა წარმოდგენა და ჩაფიქრებული გვიახლოვდება.

– ეს რა დღეში ჩამაგდეთ, ხალხს თვალებში როგორ შევხედო! ეს რა გამიკეთეთ, მთელი ორი საათი, მეც და დარბაზიც თავმოტვლეპილი კაცის გამოჩენას ვუცდიდით…“

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო

10:18; 5 თებერვალი, 2026

უძრავი ქონების ბაზრისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები

„ბეემვეს“ კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

ყველა სიახლე

სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026
საზოგადოება

ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

15:55; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო