დღეს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას (CELA) და „ჟურნალისტთა ქსელს გენდერული თანასწორობისთვის“ (JNGE), თბილისის მერიის პარტნიორობით,ფოტოკონკურსის „მოქალაქე IN ACTION“ გამოფენა-დაჯილდოება გამართა. ფოტოკონკურსში, რომლის მიზანიც იყო, მოქალაქეების ჩართულობის ასახვა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესში, მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები.
ჟიურის გამარჯვებულები ბექა ქორჩილავა, გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი და დავით კიკალიშვილი, ფოტორეპორტიორები გახდნენ. ხოლო ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა “გურია ნიუსის“ ჟურნალისტის, გიორგი გირკელიძის და “ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის“ წევრის, ნინო ზაალაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები საუკეთესოდ დაასახელეს. ოთხივე გამარჯვებულებს საჩუქრად "ქინდლები" გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნნე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსი ჩატარდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში. „მოქალაქე IN ACTION“ გამოფენა-დაჯილდოებამდე „გენდერული ხეივანი“ გაიხსნა.