ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სტალინის ბიუსტს უცნობი პირების მიერ ცხვირი აქვს მომტვრეული, სახე და კვარცხლბეკი კი შავი საღებავითაა მოსვრილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბიუსტი ორიოდე თვის წინ შეიცვალა. ძველი კი, ჩვენი ინფორმაციით, ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს.