გასულ კვირას ადგილობრივმა მოსახლეობამ 700 ბანგლადეშელი და მაიანმარელი მიგრანტი ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინა, მათმა რაოდენობამ ბანაკებში 1 500 მიაღწია.
BBC-ის ინფორმაციით სამხედრო ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ თუ კიდევ დაეხმარებიან ნაპირზე გამოსვლაში, კანონს დაარღვევენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ყველა ქვეყანამ მიგრანტებს საზღვარი ჩაუკეტა და მათ ნაპირზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
ექიმების განცხადებით, ხალხი რომელიც ზღვაში გემზე იმყოფება საკვების ნაკლებობის გამო, შესაძლოა თავს სუსტად გრძნობენ და ამიტომ მოითხოვენ სპეციალურმა სამსახურებმა სასწრაფოდ დახმარება გაუწიონ. გადარჩენილი მიგრანტებიც ადასტურებენ, რომ მათ გემზე საკვების და სასმელი წყლის უქონლობის გამო გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ.
მალაიზიამ ჩრდილო-დასავლეთით საზღვაო საზღვარი დაკეტა, რათა მიგრანტები ნაპირზე არ გადავიდნენ. ტაილანდმაც სასწრაფოდ გადაუკეტა მათ ნაპირთან მისაახლოებელი გზები, ახლა კი, ინდონეზიელი მეთევზეებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან აკრძალული აქვთ რომელიმე მათგანი დახრჩობას გადაარჩინონ.
ჯერჯერობით მიგრანტებზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და აღნიშნულ თემაზე ხმამაღლა საუბარსაც არიდებენ თავს.
ერთ-ერთმა მეთევზემ საუბარში აღნიშნა, რომ ისინი გაფრთხილების მიუხედავად მიგრანტებს მაინც დაეხმარებიან.
"ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ, დავეხმაროთ", _ განაცხადა მან.
სამხედროების წარმომადგენელმა ფუად ბასიამ მეთევზეებს გამოუცხადა, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ საკვებით, საწვავით, სასმელი წყლით ან მიეხმარონ გემის შეკეთებაში, მაგრამ კანონს დაარღვევენ თუ ნაპირზე გამოიყვანენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ყველა რეგიონს, რომ ზღვაში მიგრანტებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და თავშესაფარი მისცენ.