დღეს, საღამოს საათებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან მომავალი ტაქსი მერია-კონჭკათის გადასახვევთან უცნობმა პირებმა გააჩერეს, მძღოლი სცემეს და ტელეფონი წაართვეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მას ფულიც მოსთხოვეს.
მძღოლის ცემის ფაქტს სოფელ კონჭკათის საკრებულოს დეპუტატი ტარიელ აროშიძე ადასტურებს.
რაც შეეხება გამოძიებას, როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.