https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის ყოველკვირეული მიმოხილვას აქვეყნებს

10:05; 25.05.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 19-დან 25 მაისამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხებოდა. მისი შეფასებით, არცერთი დასკვნით, სავიზო რეგულაციებს ეკონომიკასა და ტურიზმზე უარყოფითად არ უმოქმედია. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე უფრო მეტად ლიბერალური კანონპროექტის შემუშავება სურდა, თუმცა მთავრობამ არჩევანი რეგულაციების სასარგებლოდ გააკეთა. თეა წულუკიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სავიზო რეგულაციებს ევროკავშირი ითხოვდა.

სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, ვიზიტორთა ნაკადი შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასევე შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ  ქვეყნებიდან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა.

ახალმა რეგულაციებმა უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე. ამას ადასტურებს როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრების, ისე სხვადასხვა ექსპერტებისა და კვლევების შეფასებები. უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ცვლილება ორჯერ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების შესახებ შენიშვნები ჰქონდა, რომლებიც თეა წულუკიანმა არ გაითვალისწინა.

როგორც ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება, სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება, ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო და არა რეგულაციების კონკრეტულად ამ ფორმით მიღება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ თეა წულუკიანის განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებაც გადაამოწმა. ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. სოციალური ხარჯებია. მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 80% სწორედ სოციალურ ხარჯებს მოიცავს და სახელფასო ფონდებზე იხარჯება.

კვლევის შედეგად ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს 2015 წელს 640 მლნ ლარი გამოეყო. სამინისტრომ 614 მლნ ლარის ხარჯები 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაანაწილა, საიდანაც 65% შრომის ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ხარჯების დიდი ნაწილი მართლაც სახელფასო ფონდზეა გაწერილი, როგორც ამას მინისტრი ამბობს, თუმცა სახელფასო ფონდზე გამოყოფილი თანხა, ნაცვლად თინა ხიდაშელის მიერ დასახელებული 80%-ისა, 65%-ს შეადგენს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 60% იყო, ხოლო 2014 წელს – 67%.

ფაქტ-მეტრმა თინა ხიდაშელის განცხადება მეტწილას სიმართლედ შეაფასა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებას ეხებოდა. ვახტანგაშვილის თქმით, „ათზე მეტმა პატიმარმა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტზე მკურნალობა უფასოა“.

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წლებში პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფმა დაახლოებით 338 მსჯავრდებულემა განაცხადა. ისინი სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. ამ მსჯავრდებულთა უმრავლესობა სწორედ ვირუსული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული.

პატიმრების სხვა მოტივაციის დადგენა (გარდა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის), თუ რატომ განაცხადეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რთულია. ფაქტია, რომ პატიმართა დიდი ნაწილი სწორედ ამ მოტივით დარჩა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

შესაბამისად, სოსო ვახტანაგაშვილის განცხადება სიმართლეა.

ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიგა ბუკიას განცხადებაც გადაამოწმა. ბუკიას თქმით, 2015 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.3% იყო, ხოლო ამავე წლის პირველი კვარტალის მონაცემმა 3.2% შეადგინა, რაც ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდაა არა მარტო რეგიონში, არამედ, ფაქტიურად, მსოფლიოში.

დსთ-ის სივრცეში შემავალი ქვეყნებიდან, 2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდით საქართველოზე წინ დგანან ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. რაც შეეხება ევროპის განვითარებად ქვეყნებს, მშპ-ის ზრდის პროგნოზით, პირველ კვარტალში საქართველოზე მაღალი ეკონომიკის ზრდის ტემპი მაკედონიას, ალბანეთს, უნგრეთს და რუმინეთს აქვთ.

შესაბამისად, გიგა ბუკიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში, რეგიონსა და მსოფლიოში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, მცდარია.

ცნობისთვის, FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2 იანვარი, 2026

ნაცუ ბაშო ქართველებმა გამარჯვებით დაასრულეს

ავტოავარიას ნობელის პრემიის ლაურეატი ემსხვერპლა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026
ზაფრანი

უცნაური საახალწლო ტრადიციები

9:13; 3.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო