ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა ნაცუ ბაშო ორივე ქართველმა – გაგამაც და ტოჩიმაც მოიგეს თავიანთი ბრძოლები და გაიმყარეს მონაგარი.
გაგამარუმ იაპონელი მე-14 მაეგაშირა იოშიკაძე ოშიდაშით გააძევა დოჰიოდან და საჩემპიონო რბოლას ჩამოაშორა. თავად კი მე-7 მოგება ჩაიწერა აქტივში და მინიმალური მაკე-კოშით დაასრულა ტურნირი (7-8).
ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ მომდევნო ბაშოსთვის მისი დაქვეითება რეიტინგში მინიმალური იქნება (-1 ან 2 საფეხური).
კიდევ უფრო გაიმყარა თავისი კაჩი-კოში ტოჩინოშინმა. ლევანმა იაპონელი მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯი უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე და მაკე-კოშიც გაუფორმა. თავად კი 9 მოგება მოაგროვა, 6 მარცხის წილ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრწყინვალე შედეგი გამოაცხო!
სამწუხარო ის არის, რომ ტოჩის ყველა უშუალო კონკურენტმა, ვინც სანიაკუში იმყოფება და ვისი წაგებაც გვინდოდა დღეს, საპირისპირო შედეგი დააფიქსირა: თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს, პირველმა მაეგაშირა ტაკარაფუჯიმ, კომუსუბი იჩინოჯომ, კომუსუბი ტოჩიოძანმა და სეკივაკე მიოგირიუმ. შესაბამისად, ტაკარაფუჯიმ ზუსტად ლევანის დარი შედეგი (9-6) დააფიქსირა, მინიმალური კაჩი-კოში გააკეთა ორივე კომუსუბიმ (8-7) და მინიმალური მაკე-კოში დადო მიოგირიუმ (7-8).
არ ვიცით, რა იქნება მომდევნო ბაშოზე – მემგონი, სერიოზულად მოუწევს სუმოს ასოციაციას, სანიაკუში ადგილების დამატებაზე დაფიქრება…