2015-2016წწ. ლიცენზირების პროცესში მონაწილეობდა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი (ს.კ. „მეტალურგის“ გარდა) და პირველი ლიგის ორი კლუბი: ს.კ. „საბურთალო“ და ს.კ. „ლოკომოტივი“. აპრილ-მაისში ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების აპელაციის ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც უეფას და ეროვნული ლიცენზიები მიიღეს საფეხბურთო კლუბებმა:
- „დილა“
- „დინამო“ (ბათუმი)
- „დინამო თბილისი“
- „ცხინვალი“
- „ჩიხურა“
- „სამტრედია“
ამას გარდა, მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მიენიჭა შემდეგ საფეხბურთო კლუბებს:
- „შუქურა“
- „ტორპედო“
- „კოლხეთი 1913“
- „მერანი“
- „ზუგდიდი“
- „სიონი“
- „ვიტ ჯორჯია“
- „საბურთალო“
- „ლოკომოტივი“
გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა ზოგიერთ კლუბს დაუდგინეს გარკვეული კრიტერიუმების დარღვევა, რის გამოც მათ დაუწესდებათ სანქციები სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, თუ რომელი კლუბები იასპარეზებენ 2015-2016წწ. ეროვნულ ჩემპიონატში.
სადისციპლინო კომიტეტი ასევე საგანგებოდ იმსჯელებს ს.კ. რუსთავის „მეტალურგის“ მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების შესახებ.