აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი აზერბაიჯანის პირველი პირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანსა და საქართველოს საუკუნეების მანძილზე მეგობრული და კარგი მეზობლური კავშირები აქვს, რასაც ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული მასშტაბური ეკონომიკური პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ხალხის კეთილდღეობასა და ქვეყნების პროგრესში. ასეთ აღსანიშნავ დღეს პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი – მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ", _ აღნიშნულია ალიევის მილოცვაში.