მაიკლ ჯექსონის ნევერლენდის რანჩო 100 მილიონ დოლარად იყიდება.
ის ჯექსონმა 1987 წელს შეიძინა 19, 5 მილიონ დოლარად.
BBC-ის ინფორმაციით, მას ჰქონდა იდეა, რომ ბავშვებისთვის ფანტასტიკური კუნძული შეექმნა, მაგრამ საქმე გართულდა და საინვესტიციო კომპანია ჯექსონს რანჩოს აუქციონზე გატანისგან გადარჩენაში დაეხმარა.
ჯექსონმა რანჩოს შეძენის შემდეგ ტერიტორიაზე ზოოპარკი გააშენა და სავაჭრო მოედანი გააკეთა, მაგრამ 2006 წელს დახურეს.
ამ ადგილს ახლა სისამორის ველი ეწოდება და 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც ჯექსონი გარდაიცვალა, ხელახლა ვითარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული ტურების განხორციელება რანჩოში არ იგეგმება.