https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოჯახი, რომელიც “ერთ სოფლად ღირს!”

11:06; 1.06.2015
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენ მხარეში მშრომელ და საჩვენებელ ოჯახებს რა დალევს, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, როცა ტარიელ და მაყვალა ლეჟავების ოჯახი მიგვასწავლეს, მეზობლებმა უკან დაგვადევნეს, "ეგ ოჯახი ერთ სოფლად ღირს!"!

მთიანი ზონის ბუნებაში ჩაძირულ სოფელ სილაურში, ლეჟავების კარმიდამოში ვარდობისთვის საკადრისი განწყობა სუფევს _ ჭიშკართან ვარდები გაცეცხლებულან, მარჯვნივ თუ მარცხნივ მანდარინის, თხილის, კივის პლანტაციების ჯებირები თუ შეჯიბრია, ცოლიკაურის ზვარში ვაზი ტირილის პირასაა და მაინც თავს იწონებს მზისგულზე გაფენილი და თითქოს გეუბნება, სატირალი არაფერი მაქვს, მაგრამ წესად მოუნიჭებია დედაბუნებასო…

ეზოში ჯერ უცნაურობებს ვაკვირდები _ ოდა სახლის მარჯვნივ, მანდარინის პლანტაციის დასაწყისში მაღალი რკინის ბოძი დგას, რომლის წვეროზე მინიატურული ხელნაკეთი თვითმფრინავი შემოსკუპულა _ აშკარად ეტყობა, თვითნაკეთია. ფრთებზე ბზრიალები აქვს დამაგრებული, ქარის ყოველ დაბერვაზე ხაფ ხმას რომ გამოსცემს. მასპინძელი ინტერესს მიგვიხვდა და ღიმილით აგვიხსნა, ეს ქარის მიმართულების დასადგენად გავაკეთე, ხელნაკეთია, თან ქორების დაფრთხობაშიც გვეხმარებაო. უბრალოდ მოფიქრებულ კომბინაციაში, "ამინდის ბიუროს" საკუთარი მაუწყებლობა აქვს, რომელსაც უფრო ენდობა, ვიდრე ტელევიზიით მოწოდებულ ცნობას და მოახლოებულ დარსა თუ ავდარს შესაბამისი მზადყოფნით ხვდება…

ლეჟავების ოჯახის მთავარი საზრუნავი მაინც სათბურში საქმიანობაა. ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა მშობლებს ვეფხია ლეჟავამ ურჩია. ის მამის გვერდით შრომას, როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვობის ასაკიდანვე შეუდგა და დღეს, მეუღლესთან ერთად, დედ-მამის გვერდით ოჯახს ბურჯად უდგას.

სათბურში შესვლისას გაკვირვებს უზუსტესი სიმეტრიით განლაგებული პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, რეჰანის ჩითილები; ხელით შეხებაც დაგენანება არათუ გადასარგავად ფესვიანად ამოღება.

ადამიანმა ხელოვნების რანგში აყვანილი საქმიანობა სათბურშიც შეძლო! და ეს არა მარტო სათბურში, ეზო-კარის ყოველ კუნჭულში იგრძნობა.

_ ეს სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემი ხელით მაქვს აშენებული, თითოეული ფიცარი და ძელი ჩემი ამოყვანილია შალაშინსა თუ თარაზოში, _ გვეუბნება ტარიელ ლეჟავა, _ მერე ქვეყანა დაიშალა და შევფერხდით, მაგრამ შრომას თავს როგორ დავანებებდით?! ასე მოვედით დღემდე…

მაყვალა ლეჟავა იხსენებს საყოველთაო გასაჭირის პერიოდსაც, როცა სხვა რომ ვერაფერი ნახა, ჭილის ქუდების ქსოვას მიჰყო ხელი და ოჯახს ამ გზითაც შემატა გარკვეული შემოსავალი. მერე ღორის ჭირმაც გადაუარა ქვეყანას და ლეჟავების მეურნეობაც პირწმინდად მოსპო: _ სამი დედა ღორი და 14 გოჭი ერთად დავმარხეთ, მაგრამ ხელს ხომ არ ჩავიქნევდით? ძროხები მოვამრავლეთ, ორი მეწველი ფური მყავს, ვეცადე და სამი გოჭი შევიძინე, ახლა დიდებია, _ ამბობს ქალბატონი მაყვალა და სათბურისკენ ხელმეორედ მიგვიძღვება, სადაც რძალი დედამთილს მისვლას ასწრებს და მერე ორივე ერთად უხმოდ აგრძელებენ სახვალიო საქმესა და ფიქრს. ახალგაზრდა რძლის შრომისმოყვარეობაზე დედამთილი განსაკუთრებული სითბოთა და სიამაყით საუბრობს, ზოგი არც მივა მიწასთან სამუშაოდო, აღნიშნავს.

კაცებს _ მამა-შვილ ლეჟავებს ვენახი მაინც ყველაფერს ურჩევნიათ. ცოლიკაურის მწკრივებს შორის ფრთხილად დადიან და აქა-იქ თავამოყოფილ სარეველას სასწრაფოდ თხრიან, წვიმები ძალიან გაგრძელდა და ბალახი ვენახში შემოვარდნას გვასწრებსო, ხუმრობენ.

მასპინძლებმა ახალი ნარგავებით დამშვენებული ფართობიც მოგვატარეს, თხილმა თავი დაიფასა და ძველს ახალიც მივუმატეთო, ამბობენ. კარტოფილის საკმაო ნათესი უკვე აყვავებულია, მუხლამდე სიმინდი კი ბაბუას შვილიშვილებისთვის საამებლად დაუთესავს, _ ფერიცვალობას ჭყინტი სიმინდი თვითონ უნდა მოტეხონო. ამასობაში კი მეხუთეკლასელი მარი წიწილებს საკენკს უყრის და ბებიას ეძახის, სანამ შენ მოხვალ, მე აქ ვიქნები, ქორს ახლოს არ მოვუშვებო…

…სტუმრობის შემდეგ დამშვიდობება არ დაგვანებეს ლეჟავებმა, როგორ, სუფრასთან არ შემოხვალთ? დალევას კი არ დაგაძალებთ, რაღაც კიდევ დამრჩა სათქმელიო, _ წინ გადაგვიდგა ღიმილიანი ვეფხია.

სათქმელი მართლაც ყურადსაღები აქვს. მშრომელი, მიწასთან სისხლხორცეულად შეზრდილი ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტს კითხვას მისვამს: სად არის შეპირებული მცირეპროცენტიანი ან სულაც უპროცენტო სესხი?! ნუთუ ჩვენნაირი ადამიანებისთვის ასეთი თანადგომა სახელმწიფომ ვერ უნდა მოახერხოს? არც უმადური ვარ, ხვნა-თესვაზე ხომ გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად, მაგრამ სრულიად დამოუკიდებლად შექმნილი ჩემი მცირე ბიზნესი რომ გავაფართოვო, მთავრობამ ამაზე უფრო მეტად არ უნდა იზრუნოს, ხომ გვპირდებოდნენო…

მხოლოდ ვეთანხმები და ვერაფერს ვპირდები. ეს კია, ლეჟავების გვარს უბის წიგნაკის იმ გვერდზე ვინიშნავ, სადაც განსაკუთრებული თავდაუზოგაობით გამორჩეულ ფერმერთა სია მაქვს ჩაწერილი.. რატომღაც მგონია, დადგება დრო და ამ ადამიანებზე ხმამაღლა ვიტყვით იქ, საიდანაც მათზე აუცილებლად იზრუნებენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ტბორის მოწყობის მარტივი ხერხი

"გავასაჯაროვებ ყველა მასალას, რომელიც ნათლად ასახავს "გურია"-ში მომხდარს"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო