ცნობილი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ამერიკული ჟურნალის – "არტ ნიუსის" მიერ შედგენილ მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერების ათეულში შევიდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსი ოლიგარქი ძირითადად თანამედროვე ხელოვნებით არის დაინტერესებული.
მის გარდა კოლექციონერთა პირველ ათეულში ფუფუნების საგნების მწარმოებელი ფრანგი ბიზნესმენები – ფრანსუა პინო, ელენ და ბერნარ არნოები. ამერიკელი მეწარმეები – დებრა და ლეონ ბლეკები, ედიტ და ელი ბროდები, ალექსანდრა და სტივენ კოენები, ემილი და მიჩელ რეიელსები. ჰონკონგელი დეველოპერი ჯოზეფ ლაუ, ლონდონელი ფინანსისტი და გემების მფლობელი ფილიპ ნიარხოსი და ყატარის შეიხი საუდ ბენ მოჰამედ ნებ ალი ტანი შედიან.
როგორც ჟურნალი "არტ ნიუსი" აცხადებს, ხელოვნების ნიმუშებში ინვესტირება განსაკუთრებულად მომგებიანია. გარდა ამისა, გამოცემა არც ხელოვნების სიყვარულს, სოციალური პრესტიჟისადმი მისწრაფებასა და ინვესტიციებისადმი ლტოლვას გამორიცხავს უმდიდრესი ადამიანების მხრიდან.