დღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მზია კვაჭაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა _ ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია. მისივე თქმით ის, შემთხვევის ადგილზე იმყოფება.