შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პეტრე ფ. 14 წელს მიუწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა პეტრე ფ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება 14 წელს მიუწეველი პირის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).