სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.
კახა კახიშვილი სტუდენტებს სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და იმ რეგულაციების შესახებ ესაუბრა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა, მათ შორის ჯანდაცვისა და მენეჯმენტის კუთხით.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საკმაოდ რთულია. იქ მუშაობა შესაბამის უნარებს და ცოდნის მუდმივ განახლებას მოითხოვს.
კახიშვილის თქმით, სისტემაში დასაქმებისთვის უცილებელი პირობა კონკურისის გავლა, სავალდებულო სწავლება და გამოცდის ჩაბარებაა.
„რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში სამსახურში მიღების ახალი წესი ინერგება და მომავალ იურისტებს შევთავაზე, ამ წესების გავლით მოხვდნენ ჩვენთან, რათა მაქიმალურად გავაახალგაზრდავოთ და გავაკეთილშობილოთ სასჯელაღსრულების სისტემა“_ აღნიშნა კახა კახიშვილმა.
ლექციის შემდგომ სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მომავალმა იურისტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პენიტენციური სისტემის მიმდინარე და სამომავლო რეფორმებისადმი.
კახა კახიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.
(R)