საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.