ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გამგეობაში არსებულ ვაკანტური თანამდებობები ასე გადანაწილდა:
წამყვანი სპეციალისტი კადრების აღრიცხვის და რეკრუტირების საკითხებში _ კობა ჯიბლაძე, სოფიკო ჯინჭარაძე;
სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში: მამუკა ანთიძე, გიორგი ბენდელიანი, დარეჯან თოლორდავა, რუსუდან კოტრიკაძე, თამარ მეფარიშვილი, დავით ჟღენტი, თემური ტრაპაიძე, კესო ცინცაძე, ნოდარ ცხომელიძე, ნუგზარ ჯიბლაძე.
წამყვანი სპეციალისტი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების საკითხებში _ მარინა ჟღენტი;
წამყვანი სპეციალისტი მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში _ ვასილ ბერუჩაშვილი;
წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის საკითხებში _ ალექსანდრე წიქარიძე;
წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში _ ირაკლი მეგრელიშვილი;
წამყვანი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში _ მინდია დოლიძე;
წამყვანი სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში _ კახი მეფარიშვილი;
წამყვანი სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში _ მალხაზ წიქორია;
წამყვანი სპეციალისტი შრომის, სოციალურ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში _ თეიმურაზ ბენდელიანი;
წამყვანი სპეციალისტი მძიმე ეკონომიურ პირობებში, სტიქიით დაზარალებულთა და შშმ პირთა მომსახურების საკითხებში _ ქეთევან ტრაპაიძე;
წამყვანი სპეციალისტი საინვესტიციო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანალიზის საკითხებში _ ანტონ ბერძენიშვილი;
წამყვანი სპეციალისტი ვებგვერდის ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში _ მამუკა კილასონია;
წამყვანი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში _ ინგა ბერიძე;
წამყვანი სპეციალისტი რეზერვის სერჟანტების, მიჩმანების და რიგითების აღრიცხვის საკითხებში _ რუბენ ქორიძე;
წამყვანი სპეციალისტი რეზერვის ოფიცერთა აღრიცხვის საკითხებში _ შორენა მეგრელიშვილი;
გამგებლის წარმომადგენელი დიდი ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში _ ელენე ზაქარეიშვილი;
გამგებლის წარმომადგენელი ზემო სურების ადმინისტრაციულ ერთეულში _ მზია ბარამიძე.
აღსანიშნავია, რომ გამგეობაში დანიშნულ პირთა სიიდან ახალი კადრი ძალიან ცოტაა. უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდნენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც პირველ ეტაპზე კონკურსი ვერ გაირეს და დაბალი ქულების გამო გასაუბრების მიღმა აღმოჩდნენ.
რაც შეეხება საკრებულოს გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების უმრავლესობა ახალმა კადრებმა დაიკავეს. თუმცა, არიან ძველებიც _ ადამიანები, რომლებიც წინა მოწვევის საკრებულოშიც მუშაობდნენ.
კონკურსგავლილი კადრები ასე გამოიყურება:
მთავარი სპეციალისტი გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ სიხარულიძე;
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი _ ედიშერ ჯიბუტი;
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში _ თამარ ახალაძე;
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების – წამყვანი სპეციალისტი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში _ მარიტა მგალობლიშვილი;
საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, ვებგვერდის მომსახურების საკითხებში _ გივი ანთიძე;
საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში _ დოდო მეგრელიშვილი;
საოქმო და სამდივნო მომსახურების განყოფილების – წამყვანი სპეციალისტი საოქმო და სამდივნო საკითხებში _ ზაზა კაკურია, ლალი ასამბაძე.