თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა გუშინ მიიყენა. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია რესბუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი გამხდარიყო. თუმცა, ახლობლების ნაწილი ამბობს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ცხადაძეს იარაღი შემთხვევით გაუვარდა თუ გამიზნულად
შემთხვევა ცხადაძის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც მისი მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.