https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხადურის, ღარიბაშვილის, ბესელიას, დანელიასა და კუბლაშვილის განცხადებების სიზუსტე

11:06; 8.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

1-დან 8 ივნისამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, ბოლო ხუთი თვის [დეკემბერი, იანვარი, თერბერვალი, მარტი, აპრილი] განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობაზე და აქედან გამომდინარე ლარის კურსზე გავლენა არ მოუხდენია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტიდან პროფიციტული ხარჯვა იყო.

თებერვალში და აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შესაბამისად 125 და 126 მლნ ლარი იყო. დეფიციტი ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების გამოყენების ხარჯზე ხდებოდა, რაც მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას ზრდის. იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტი ჯამში 53 მლნ-ით დეფიციტური იყო.

მთავრობამ დაპირებული გეგმა ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით 12%-ით შემცირების შესახებ ჯერჯერობით არ განახორციელა. ბიუჯეტის ხარჯები ახალისებს იმპორტს, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე. მეტიც, მოთხოვნის წახალისებისკენ მიმართული ფისკალური პოლიტიკა, მაშინ როდესაც როდესაც ეროვნული ბანკი ერთობლივი მოთხოვნის შესამცირებლად (ამასთან იმპორტის შესამცირებლად) მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ურთიერთთავსებადი არაა. ამ დროს უფრო მართებული ფისკალური პოლიტიკა რეგულაციების და გადასახადების შემცირების გზით ბიზნესის წახალისებაა.

იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით 92 მილიონი დოლარი მოიზიდა, ხოლო საგარეო ვალის დაფარვაში 73 მლნ დოლარი გადაიხადა. თუმცა, პირველი კვარტლის საგარეო კრედიტის აღების გეგმა 74%-ით შესრულდა. აღნიშნული ჩამორჩენის გამო დაახლოებით 20 მლნ დოლარით ნაკლები შემოვიდა.

ზოგადად, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა არასტაბილურობით ხასიათდება, როგორც გეგმების შესრულების და არათანაბარზომიერი ხარჯვის, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მხრივ. დეფიციტი მნიშვნელოვანწილად საშინაო ვალის აღებით ფინანსდება. საშინაო ვალის ზრდა კი რეფინანსირების სესხის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ დღევანდელ ფისკალურ პოლიტიკას ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს, არის მეტწილად მცდარი.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ფორბსის" რეიტინგის თანახმად, საქართველო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმარტივის კუთხით".

"ფორბსის" მიერ შედგენილ Tax Misery & Reform Index-ის მიხედვით, საქართველო გადასახადების ზღვრული ღირებულებების შეკრებით, ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და ჰონგ-კონგის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მოცემული კვლევა 2009 წელს გამოქვეყნდა. 2009 წლამდე საქართველოში გადასახადები მცირდებოდა. 2009 წლის შემდეგ გადასახადების კლება აღარ განხორციელებულა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 38-ე ადგილზეა. გადასახადების სიმარტივეზე საუბრისას, უფრო მიზანშეწონილი სწორედ მსოფლიო ბანკის კვლევის გამოყენებაა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებას ეხებოდა. როგორც მნისტრმა აღნიშნა, "თხილის ექსპორტმა გასულ წელს ღვინის ექსპორტს გადააჭარბა. თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 183 მლნ იყო, 180 მლნ კი – ღვინის ექსპორტიდან შემოვიდა".

2014 წელს თხილის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა და 183.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.7 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა ღვინის ექსპორტს. თუმცა, წინა წლების (2006-2014) სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თხილის ექსპორტი ყოველთვის აჭარბებდა ღვინის ექსპორტს. ერთადერთი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა, როცა თხილის ექსპორტი ღვინის ექსპორტზე ნაკლები იყო. თხილის ექსპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და იანვარ-აპრილში, ამ დარგში ექსპორტის 145%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შესაბამისად, ოთარ დანელიას განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებებიც გადაამოწმა. სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ "300-ზე მეტი საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში წინა წლებში ჩადენილი დანაშაულობების გამო, 2013-2014 წლებში იყო 100-ზე მეტი საქმე, რომელზეც უკვე განაჩენი დადგა, მათ შორის უკანონო მოპყრობის, ღირსების შემლახავი და წამების ფაქტებზე".

გამომდინარე იქიდან, რომ ეკა ბესელია ტერმინს – "პასუხისმგებლობაში მიცემა", იყენებს, ნათელია, რომ მისი განცხადება უშუალოდ იმ პირებს გულისხმობს, ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ 2004-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 201 საქმე განიხილეს, გამამტყუნებელი განაჩენი კი 183 პირის მიმართ დადგა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის საქმე 40 პირის მიმართ განიხილეს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 31 მათგანის მიმართ იქნა გამოტანილი. შესაბამისად, დეპუტატი ცდება როგორც გამოტანილი განაჩენების ჯამურ, ასევე  წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის დასჯილი პირების რაოდენობაში.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება მეტწილად მცდარია.

ეკა ბესელიას კიდევ ერთი განცხადება არასრულწლოვანი ბრალდებულების უფლებებს ეხებოდა. დეპუტატის თქმით, დაუშვებელია, როცა "ჩვენ დღეს გვაქვს კოდექსი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების მიმართ ხორციელდება ზუსტად ისეთი ღონისძიებები, რაც სრულწლოვნების მიმართ".

ეკა ბესელიას განცხადება უშუალოდ კანონმდებლობაში არასრულწლოვანისა და სრულწლოვანის მიმართ განსახორციელებელი სამართლებრივი ღონისძიებების ფაქტობრივ გამიჯვნას ეხებოდა. არსებული კანონმდებლობა არაერთ ასპექტში ითვალისწინებს არასრულწლოვანსა და სრულწლოვანს შორის განსხვავებულ მიდგომას და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის დაცვას, შესაბამისად, სამართლის აღსრულების პროცესი არასრულწლოვანის მიმართ უფრო ნაკლებ მკაცრად ხორციელდება, ვიდრე სრულწლოვანის მიმართ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც გააერთიანებდა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის მონაწილეობის შესახებ არსებულ სპეციფიურ წესებს და გაამარტივებდა მათ აღქმას. მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი კი, აერთიანებს არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ აქამდე არსებულ რეგულაციებს, ასევე ითვალისწინებს დამატებით უფლებებს ამ კუთხით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს.

შესაბამისად, ეკა ბესელიას განცხადება ნახევრად სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა "ნაციონალური მოძრაობის" ამჟამად უკვე ყოფილი წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. კუბლაშვილის თქმით, 9 თვეზე მეტია გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაშია. ადამიანის წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ხნით დატოვება კი, კონსტიტუციური აკრძალვაა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ-ერთ საქმეზე 2015 წლის 2 აპრილს ამოიწურა. 2015 წლის 15 მარტს მოსამართლემ პროკურატურის ახალი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ამ დრომდე, განაჩენი არცერთ საქმეზე არ გამოტანილა.

კანონმდებლობაში არსებულ ყოველ ნორმასთან მიმართებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი კონსტიტუციურია, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საწინააღმდეგოს არ დაადგენს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება არაკონსტიტუციურია, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ამ ეტაპზე, პროკურატურის მხრიდან კანონი არ ირღვევა. თუმცა, აქ მთავარი საკითხი ისაა, თუ რამდენად კონსტიტუციურია აღნიშნული საკანონმდებლო აქტი. პავლე კუბლაშვილი თავის განცხადებაში სწორედ ამაზე მიუთითებდა.

ფაქტ-მეტრმა ამ საკითხზე მუშაობისას მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპები და მიდგომები. საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად ცნობს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად გამოყენებას და ადამიანის თავისუფლების დაუსაბუთებელ, არათანაზომიერ შეზღუდვას. შესაბამისად, პიროვნება სახელმწიფოს მიერ თავისუფლების თვითნებური ჩამორთმევისაგან დაცულია.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ გიგი უგულავას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ საფუძვლიან ეჭვს აჩენს. საქმის განზრახ გაჭიანურების საფუძველზე პირის დიდი ხნის განმავლობაში, მიზანმიმართულად წინასწარ პატიმრობაში მოთავსება მის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს.

შესაბამისად, პავლე კუბლაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

შეგახსენებთ. რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27 დეკემბერი, 2025

რა ქონებას ფლობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა"

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025
მსოფლიო

უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

9:56; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო