სახანძრო – სამსახურის თანამშრომელი ბექა თავდიშვილი სამსახურიდან განთავისუფლებულია. ამის შესახებ „ გურია ნიუსს“ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა აცნობა.
სახანძრო სამსახურის უფროსის ჯანიკო ჩიტაიშვილის განცხადებით, განთავისუფლების მიზეზები მათთვის უცნობია.
“ სანამ ბრძანებას არ ვნახავათ, მანამ განთავისუფლების მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ. ბექა თავდიშვილი 10 მაისს უკვე სამსახურში არ გამოცხადდება“ _ ამბობს ჩიტაიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატი კახა ჩავლეშვილი, ბექა თავდიშვილი და ნოდარ სირაზე 5 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პირებსა და პოლიციას შორის 24 მაისს რესტორან თამარიონში ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved