ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კოსმოსური პროგრამის რეალიზაციას შეუდგა. საქმე ეხება ცნობების შეგროვებას მთვარეზე სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობის შესახებ. ამისთვის მთვარისკენ ორი ზონდი მიემართება.
იშვიათი სასარგებლო წიაღისეულის ძებნაა თანამგზავრების: Grail-A-სა და Grail-B-ს ამოცანა. თანამგზავრები იმუშავებენ სინქრონულად. სწავლულთა აზრით, დიდია ალბათობა, მთვარის მთის ქანები უამრავ მინერალს შეიცავდეს, მათ შორის, იმ იშვიათ მინერალებსაც, რომლებიც საჭიროა თანამედროვე მრეწველობისთვის.
ამერიკული ზონდები შეეცდებიან, მთვარეზე იმ იშვიათი ლითონების არსებობა დაადგინონ, რომლებიც კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სფეროში გამოიყენება. ასეთი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება მათი ათვისების საკითხი.
დღეისთვის დედამიწაზე არსებული, ეგრეთ წოდებული, იშვიათი ლითონების ბაზრის 95 პროცენტს ჩინეთი აკონტროლებს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მისი ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.