ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში, ბომბის არსებობის საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა. შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურმა ევაკუაცია განახორციელა.
CNN-ის ინფორმაციით, შეწყდა ყოველდღიური ბრიფინგი და ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინეს.
აღსანიშნავია, რომ განგაშის მიუხედავად, პრეზიდენტი რეზიდენციიდან არ გაუყვანიათ. შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს და ნახევარ საათში თეთრ სახლში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური ზარი გახდა. უცნობმა პოლიციას შენობაში საეჭვო პაკეტის არსებობის შესახებ შეატყობინა, თუმცა ის ვერ აღმოაჩინეს.