გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის გამოსახულებით პლაკატები ოზურგეთში ისევ გამოჩნდა. “მოარიდეთ ბავშვებს“- ასეთი შინაარსის პლაკატები ეს ორი დღეა ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას არის გამოკრული.
პირველად გია სალუქვაძის პლაკატი, ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოსვლის დროს გამოჩნდა. პლაკატების გაკვრის გამო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე და “თავისუფალი ზონის“ წევრი, ბესო ქათამაძე დააკავეს.