ცხრა ევროპული ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში ჩრდილოეთის ზღვის რეგიონში ელექტროენერგიის მისაღებად გამიზნული ყველა უახლოესი ტექნოლოგია ერთ ჩარჩოში მოექცევა.
ამ პროექტში ყველა ის ქვეყანა ჩაერთვება, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვაზე აქვს გასასვლელი. ახალი პროექტის მიზანი ცალკეული ევროპული ქვეყნების მიერ შემუშავებული ეროვნული მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული პროექტების კოორდინირებაა.
9 ევროპული ქვეყნის მიერ მომზადებული პროექტი ქარის, მზისა და ტალღების ეკოლოგიურად სუფთა წყაროებით მიღებული ელექტროენერგეტიკულ სადგურებს გააერთიანებს.
წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 30 მილიარდამდე ევრო იქნება. მისი შექმნის ინიციატორი ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი და ნორვეგია.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე პროექტის მონაწილე ქვეყნები ხელს მოაწერენ განზრახულობათა ოქმს და მისი განხორციელების ვადებს დააზუსტებენ.