CNN საქართველოს დედაქალაქში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
მათი ინფორმაციით, თბილისში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაღუპა, ასევე არიან დაკარგულებიც.
"დაიტბორა თბილისის ზოოპარკი. მგლები,დათვები, ვეფხვები და ჰიპოპოტამი გალიებიდან გაიქცნენ. მათ ქალაქის მასშტაბით მაშველები ეძებენ. ზოგი ცხოველი მეპატრონეებმა ხელში აიყვანეს და ასე გადაარჩინეს, დანარჩენი ცხოველების ნაწილი დაიღუპა.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. წყალდიდობამ ვაკე-საბურთალოს მოსახლეებს ზიანი მიაყენა. გვიან ღამე ძლიერი წვიმის შედეგად პატარა მდინარე ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა ავტომანქანები წაიღო. ძლიერი წვიმის შედეგად ასევე ადიდდა მდინარე მტკვარი და მარჯვენა სანაპირო დატბორა", _ აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.