შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
"ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით
ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია.
მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით „თბილისი ცენტრალი“-სკენ და ალექსიძის ქუჩით.
ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით.
მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან „ძველ სახლთან“.
ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ.
საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით", _ აღნიშულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.