თბილისში, წუხელ მომხდარი სტიქიის შედეგად ათობით ადამიანია დაკარგული. ამ დრომდე 22 და 25 წლის დებს, ინადირა და ლიზა ზარანდიებს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, გუშინ ღამით დები, თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ წავიდნენ რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.
მობილური ტელეფონი ორივეს გამორთული აქვს.
ახლობლებმა უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებსა და საავადმყოფოებს, თუმცა დაკარგული გოგონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ასევე დაკარგულია 24 წლის ივლიტა ჯიბუტიც.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაკარგულების შესახებ "გურია ნიუსი" გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 599 93 18 13; 557 10 02 41; 551 3736 36; 599 37 53 73; 577 72 58 54.