გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
"14 ივნისს, ღამით თბილისში მართლაც მძიმე ვითარება შეიქმნა. ხელისუფლების ყველა რგოლი სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება სტიქიის შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე ოთხივე მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და რესურსის გამოყენებას უზრუნველყოფს, რათა გურიის რეგიონი დედაქალაქის მერიას მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს", _ აღნიშნულია განცხადებაში.