როიტერის ინფორმაციით, საქარტველოს დედაქალაქ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაკარგულებიც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თბილისში მთელი ღამის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და საცხოვრებელი სახლები და ავტომანქანები დატბორა.
ძლიერმა წვიმამ ზოოპარკში მგლების, დათვების, ლომების, ვეფხვების და სხვა ცხოველების გალიები დააზიანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ათეულობით ცხოველი კი გაიქცა.
„სტიქიამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა.ბევრმა მოქალაქემ საერთოდ დაკარგა.ასევე არის მსხვერპლი“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზარალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.