საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე 100 ათას ლარს გადარიცხავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.