სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს.
"მზიურის" ტერიტორიაზე აღმოჩენილია ახალგაზრდა გოგონას ცხედარი.
მიმდინარეობს გარდაცვლილის იდენტიფიცირება, რის დასრულებამდეც უგზო-უკვლოდ დაკარგულად კვლავ 7 ადამიანი ითვლება.
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. ინფორმაციის განახლება და გადამოწმება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.