თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ბოლო დღეებში თბილისის მეტროში მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პირველ ხაზზე ("ახმეტელის თეატრი" – "ვარკეთილი") დამატებით ორი შემადგენლობის (სულ 8 ვაგონი) გამოყვანის შესახებ, რაც გამოიწვევს მეტროს სადგურების მნიშვნელოვან განტვირთვას და შეამცირებს დროის შუალედებს.
მათივე ცნობით, ასევე უკვე ორი დღეა საბურთალოს ხაზზე მომუშავე შემადგენლობების რაოდენობა 3 ვაგონით არის გაზრდილი.