უკრაინაში, ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ოფიციალურად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ლორთქიფანიძის წარდგენას მიხეილ სააკაშვილის გარდა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ პოსტზე ლორთქიფანიძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე მისი წარდგენა არ მომხდარა.
ცნობისთვის, გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა.