თბილისის სტიქიურმა მოვლენებმა ტრაგიკულ შედეგებთან ერთად ეროვნული სიამაყის და ერთიანობის გრძნობაც გვაჩუქა. ყოველდღიურად სამოქალაქო გმირობის არაერთი ფაქტის მომსწრენი ვხდებით და ამ ისტორიებს შორის პატარა ბიჭუნას ჩადენილი საქციელიც ალბათ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. 7 წლის ლუკა მელქაძემ თავისი ყულაბა, რომელშიც ველოსიპედის საყიდელ ფულს აგროვებდა, გახსნა და სახლ-კარისა და სათამაშოების გარეშე დარჩენილ თანატოლებს გადასცა. „მე არ მეჩქარება, მოვითმენო…“ – ეს პატარა მოქალაქის სიტყვები გახლდათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved