ISET ფონდს ქმნის და 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის და მარიამ ქუთელიასა დასახელობის სტიპენდიას აარსებს:
"ივლიტასა და მარიამის გარდაცვალება ჩვენთვის უაღრესად დიდი დანაკარგია. ეს არის ტრაგედია, რომელიც ყველას შეგვეხო.
ამ უმძიმეს წუთებში უფრო მეტად ვგრძნობთ მარიამისა და ივლიტას ოჯახების მხარდაჭერის აუცილებლობას.
ამ მიზნით შევქმენით ფონდი და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი ჩვენთვის ძვირფასია.
შეგროვილი თანხის ნაწილი გადაეცემა ივლიტასა და მარიამის ოჯახებს, მეორე ნაწილით კი დაარსდება გოგონების სახელობის სასტიპენდიო ფონდი ISET-ის მომავალი სტუდენტებისთვის," _ აღნიშნულია ISET-ის ოფიციალურ გვერდზე.
ივლიტა და მარიამი ISET-ის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები იყვნენ.
ფონდში თანხის ჩარიცხვის მსრუველებს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ბმული.