შპს “მედალფას“ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა და აქ მომუშავე მედპერსონალი “გურია ნიუსის“ საქველმოქმედო აქციას პირველები გამოეხმაურნენ. რამდენიმე წუთის წინ “მედალფას“ წარმომადგენელმა რედაქციაში ტანსაცმელი, თეთრეული, სათამაშოები და კვების პროდუქტები მოიტანა.
„გურია ნიუსმა“ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, აქცია დაიწყო. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ დაზარალებულებს ტანსაცმლით, საკვებით, ფულადი თანხით, გამოგვეხმაურეთ.
"გურია ნიუსის" თბილისის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის ოფისები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მსურველები დაგვიკავშრდით ტელეფონის ნომრებზე: 599 37 53 73; 551 37 36 36; 599 93 18 13; 571 90 39 91; 599 40 41 82; 571903979; 571 90 39 91; 571 90 39 89; 577 72 58 54.
ან მობრძანდით "გურია ნიუსის" რედაქციის ოფისებში: ჩოხატაური _ დუმბაძის 25; ოზურგეთი _ ჭავჭავაძის გამზირი #4, III სადარბაზო, I სართული, ბინა #32; ლანჩხუთი _ ნოე ჟორდანიას ქუჩა #114/3; თბილისი _ ვაჟა ფშაველას 78ა, III სადარბაზო, ბინა 8.