"ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მტაცებელმა ცხოველმა მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, გავრცელებული ინფორმცია, რომ მტაცებელმა მეორე ადამიანიც დააშავა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უკვე დაადასტურეს, რომ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ლომმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც შსს-ში "გურია ნიუსს" განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
"ერთი პიროვნებაა გარდაცვლილი. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული", _ აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ყველა ცხოველი დაჭერილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამასთან დაკავშირებით, შსს-ში კომენტარი არ კეთდება.
"ამაზე ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.