მტაცებელი ცხოველისგან ერთი ადამიანის მოკვლას უცხოური მედია ეხმიანება.
BBC-ის ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეულმა მტაცებელმა ცხოველმა, სავარაუდოდ ლომმა ან ვეფხვმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.
გამოცემა წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პოლიცია ცხოველს თვალს ადევნებს და მის ლიკვიდირებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ზოოპარკში ცხოველების უმეტესობა დაიხრჩო ან დახოცეს, მტაცებელი ცხოველების ნაწილი კი, ზოოპარკიდან გაიქცა.