სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა ზოოპარკის ინფორმაციას ეყრდნობოდა, როცა მოსახლეობას აცნობეს, რომ სტიქიის შემდეგ მტაცებლები ზოოპარკის გარეთ გასულები არ იყვნენ.
"ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მტაცებელი დაზიანებულია მოქალაქე, რომელიც არის გადაყვანილო სამედიცინო დაწესებულებაში. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ვრცელდებონდა ინფორმაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი იყო აღმოჩენილი დაღუპული, ან იყო შეყვანილი ვოლიერებში. შესაბამისად, ჩვენ შსს და სხვა უწყებები ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი მტაცებელი ცხოველი არის მიმდებარე ტერიტორიაზე", _ განუცხადა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს "ლაგუნას ვერესთან", სადაც მტაცებელი ცხოველი ადამიანს დაესხა თავს, რომელიც შსს-ს ცნობით, უკვე გარდაცვლილია.
ჯანელიძის თქმით, მიმდინარეობს დამატებითი ცნობების მისაღებად მუშაობა.
ცნობისთვის, გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მხოლოდ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.
შეგახსენებთ, რომ მტაცებელი ცხოველი, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უკვე ლიკვიდირებულია.