ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოცმუშაკებთან ერთად ხვდებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
სოციალური მუშაკები სპეციალურად შედგენილი კითხვარებით საზღვრავენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.
17 ივნისის, 15:00 საათის მონაცემებით, აღწერილია 90 ოჯახი _ 396 ადამიანი, მათ შორის _ 104 ბავშვი, 5 ორსული, 49 მოხუცი.
სტიქიით დაზარალებულებს ძირითადად ესაჭიროებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, საყოფაცხოვრებო ნივთები.
პირველადი დახმარების დარიგება უკვე დაწყებულია.
ასევე, არც ერთ მათგანს არ შეექმნება მედიკამენტების, რეცეპტის ან მკურნალობის პრობლემა.