საქართველოს დედაქალაქ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გაქცეული ცხოველების ზედმეტად დიდი რაოდენობა დახოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, პოლიციელები დიდი მონადირეების მსგავსად მათ მიერ დახოცილ ცხოველებთან სელფს იღებდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian თბილისის ზოოპარკის ორ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არ მჯერა იმის, რასაც ვხედავდი“, _თქვა ზოოპარკის ერთმა თანამშრომელმა, "_ მგელს რომელსაც ტრანკვილიზატორის ნემსი ვესროლეთ, პოლიციელმა მაინც ესროლა და მიწაზე დავარდა. ეს მათთვის ნადავლს ჰგავდა“.
გამოცემის ინფორმაციით, ზოოპარკის თანამშრომლები დარწმუნებით ამბობენ, რომ ცხოველების ნახევარი გაქცეულია ზოოპარკიდან, მათ შორისაა ვეფხვები, დათვები და მგლები, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი იპოვეს ან მოკლეს, ხოლო დათვები და ჰიპოპოტამი დაიჭირეს.
როგორც გამოცემა წერს, გაქცეულ ცხოველებს შორისაა პანტერაც.
ზოოპარკის თანამშრომელი ამბობს, რომ გაქცეული ცხოველების ირგვლივ ბევრი ჭორიც გავრცელდა.
ბეგი, დიდი ჰიპოპოტამი, რომელიც ქუჩაში დაიჭირეს ზოოპარკში ამაღლებულ ადგილას მყოფ გალიაში მოათავსეს.
The Guardian-ი წერს, რომ ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობას იღებენ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, სადაც ბევრი დამხრჩვალი ცხოველის ცხედარი აღმოაჩინეს, უმეტესად ლომების.
მათ შორისაა თეთრი ლომის ბოკვერი შუმბაც, რომელიც გალიაში ძაღლთან ერთად იზრდებოდა და ისინი განუყოფლები იყვნენ. ხოლო ძაღლი კარაკულა ცოცხალი გადარჩა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა რომ "ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ აუცილებლად გამოვიძიებთ".
ხოლო მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, რომ პოლიციელებს არანაირი სელფები არ გადაუღიათ ცხოველებთან, მათ გააკეთეს ყველაფერი რაც შეეძლოთ და სცადეს, რომ შეენარჩუნებინათ სიცოცხლე რაც შეიძლება მეტი ცხოველისთვის.