2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრ და უსახლკაროდ დარჩენილი სტუდენტების 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს.
სტუდენტებში იგულისხმებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სწავლის გადასახადში იგულისხმება 2015-2016 აკადემიური წლის საფასური და სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.
სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი შეიმუშავებს პროგრამას და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მთავრობის სხდომაზე.