ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით იმ განცხადების გაკეთებისას, რომლის თანახმად, დედაქალაში მტაცებელი ცხოველები არ იყვნენ საგანგებო შტაბის ცნობებს დაეყრდნო:
_ ორი დღის წინ, დღის ბოლოს, საგანებო შტაბის სხდომაზე მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იყო საგანგებო შტაბის მიერ.
თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებიდნენ ქალაქში და საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს. მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია და თვითონ დირექტორი, რომელმაც არართხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შსს-ს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ.
ამის მიუხედავად, მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავდ იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.
თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად.
სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო სხდომაზე.